ასურეთი, ვაშლიჯვარი, ადმაშენებლის 123. ხედავ, რომელი მუშაობს ახლა, რომელს უჯდება ბატარეა და რომელი გაჩერდა — სანამ კლიენტი დარეკავს.
ონლაინ და ოფლაინ, ბატარეის დონე, Android-ის ვერსიები, ტრაფიკის ხარჯვა და ის ტერმინალები, რომლებსაც ყურადღება სჭირდებათ.
დაბლოკვა, გადატვირთვა, ლოკაცია, ცოცხალი ეკრანი — ბრაუზერიდან, ადგილზე მისვლის გარეშე.
ღიად ჩანს ვინ მუშაობს, რამდენი ბატარეა დარჩა და რომელი ვერსია უდგას.
ყველა ტერმინალი თავის წერტილზე. მწვანე — მუშაობს, წითელი — გაჩერდა, ყვითელი — ბატარეა უჯდება.
სისტემა თვითონ გატყობინებთ, როცა პრობლემა ჩნდება — არა მაშინ, როცა კლიენტი დარეკავს.
200 ტერმინალის სათითაოდ გადატვირთვა რეალური არაა. ერთი დაჭერა — და ბრძანება მთელ კატეგორიას მიდის: გადატვირთვა, დაბლოკვა, ქეშის გაწმენდა.
ახალი ტერმინალი QR-კოდს ასკანერებს და თავად ეყენება — სახელით, კატეგორიით და აპებით. ხელით შეყვანა არ სჭირდება.
გაფუჭდა? ერთი ღილაკი — და ახალი იღებს ძველის სახელს, კატეგორიას, აპებსა და ნომრებს. 10 წუთის სამუშაო 30 წამში.
აპლიკაცია ერთხელ ატვირთე — და მთელ პარკზე დაყენდება. ჟურნალი გეტყვით, რომელ ტერმინალზე შესრულდა და რომელზე არა.
დაიკარგა ან პარკს ტოვებს? დისტანციურად ნულდება. სახელის აკრეფით დასტურდება, რომ შემთხვევით არ დააჭირო.
„დაბლოკე ასურეთი“ — და შესრულდა. ქართული ხმის ამოცნობა პირდაპირ პანელში, ცალკე პროგრამის გარეშე.
ოპერატორების ყველა ქმედება ინახება: ვინ, როდის, რომელ ტერმინალზე და რომელი IP-დან. მომხმარებელი საჭიროებისას მყისიერად იბლოკება.
ჟურნალი, ლოკაციები და აქტივობა ერთი დაჭერით ჩამოიტვირთება — ლოკაციებს Google Maps-ის ბმული ახლავს.
| მართვის პანელი | ვებ-ბრაუზერი — Chrome, Edge |
|---|---|
| ბრძანების მიწოდება | 5 – 20 წამი |
| ოფლაინის აღრიცხვა | 30 წუთი უკავშირობა |
| ტრაფიკის ხარჯი | ~12 MB დღეში, თითო ტერმინალზე |
| რეგისტრაცია | QR-კოდი (zero-touch) ან ხელით |
| როლები | ადმინისტრატორი · ოპერატორი |
| ინტერფეისის ენა | ქართული |
| განთავსება | თქვენს სერვერზე ან ჩვენთან |
დაგვიკავშირდით და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს სისტემა თქვენს პარკზე. დემო უფასოა.